leaderboard_below_slide
left_sabechdi

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 115 უკრაინელი სამხედრო დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 115 უკრაინელი სამხედრო დაიბრუნა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„კიდევ 115 ჩვენი დამცველი დღეს სახლში დაბრუნდა. ეროვნული გვარდიის, შეიარაღებული ძალების, საზღვაო ძალებისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინის პრეზიდენტმა გაცვლის პროცესში ჩართულ გუნდს, პარტნიორებსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მადლობა გადაუხადა.

ასევე იხილეთ