ფონიჭალაში, სავარაუდოდ ცივი იარაღით, ორი პირი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტი ბერი ნიკოლოზის (ნარიმანი) საცხოვრებელ მისამართზე მოხდა.
სავარაუდოდ, ერთმანეთს მრევლი დაუპირისპირდა. დაჭრილები კლინიკაში არიან გადაყვანილები.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.