თუშეთში, ავარიის შედეგად, სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სოფელ დართლოში „ჯიპის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა.
მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ორი გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები. სამივე მათგანს მოტეხილობები აღენიშნება.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევათ.