left_sabechdi

ბრაზილიაში ხანძარს ებრძვიან

ბრაზილიაში ხანძარს ებრძვიან. სან-პაულუს შტატში ტყის ხანძრის შედეგად 30 ქალაქი დაზარალდა. დაღუპულია ორი ადამიანი, არიან დაშავებულებიც.

ცეცხლის ლოკალიზებას მეხანძრეები ავიაციის დახმარებით ცდილობენ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შტატში 15 გზატკეცილი მთლიანად ან ნაწილობრივ არის ჩაკეტილი.

ასევე იხილეთ