leaderboard_below_slide
left_sabechdi

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, სოფელ კონჭკათის ცენტრიდან შრომა-ორმეთის დამაკავშირებელ გზას სრული რეაბილიტაცია უტარდება

ოზურგეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, სოფელ კონჭკათის ცენტრიდან შრომა-ორმეთის დამაკავშირებელ გზას სრული რეაბილიტაცია უტარდება. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
“მერიის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს პირველი ეტაპის სამუშაოები – ეწყობა 2 610 მეტრი სიგრძის გზა და სანიაღვრე არხები; პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 099 978 ლარს შეადგენს მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდება.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საკრებულოს წევრები გაეცნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ