leaderboard_below_slide
left_sabechdi

კამალა ჰარისი: გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი ნოემბრის არჩევნებში კამალა ჰარისი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ აშშ გააგრძელებს ომში მყოფი ქვეყნის მხარდაჭერას თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ამის შესახებ ჰარისმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

“უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ჩვენ ვუერთდებით იმ საერთო ღირებულებების აღნიშვნას, რომლებსაც უკრაინელი ხალხი გაბედულად იცავს ყოველ დღე: დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება.

ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში”, – წერს კამალა ჰარისი. 

შეგახსენებთ,  24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ასევე იხილეთ