leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ამბროლაურში

მოგესალმებით, მეგობრებო!

მივესალმები რაჭას, რაჭველებს, ლეჩხუმს, ლეჩხუმელებს, სვანებს, მოგესალმებით დიდი პატივისცემით და დიდი მადლობით დავიწყებ იმიტომ, რომ რომ არა თქვენი უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც 2012 წლის შემდეგაც კი უპრეცედენტოა, ჩვენ ასე მყარად, ასე ამაყად დღეს ვერ ვილაპარაკებდით და ვერ წარვდგებოდით თქვენს წინაშე. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ „ქართული ოცნება“ და არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, რაც მთავარია, ქართული სახელმწიფო ისეთი ძლიერია დღეს რომ ამით შეგვიძლია ჩვენ დავიტრაბახოთ, ამით შეგვიძლია ვიამაყოთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დამსახურება და დიდი მადლობა თქვენ.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად გამოვდივართ და ვამბობთ ხოლმე, რომ 60 პროცენტიანი მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება ქუდზე კაცი, რატომ? და რატომ სჭირდება რომ არც ერთი ადამიანი, არც ერთი ის ადამიანი, რომელსაც თავისი სამშობლო, თავისი მამული, თავისი რწმენა, ენა, უპირველესად მიაჩნია, სახლში არ დარჩეს იმიტომ, რომ ერთმა ხმამ შეიძლება გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი. საკონსტიტუციო უმრავლესობისა, რომელიც უბრალოდ ვინმეს სიმრავლისთვის კი არ სჭირდება, სჭირდება ქვეყნის და გუნდის სიმყარისთვის, რომ ასევე ამაყად გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის, ჩვენი ქვეყნის წარმატებისათვის.

თქვენ ალბათ გახსოვთ 2017 წელს, როდესაც ქალისა და მამაკაცის ერთობაზე ვსაუბრობდით, მაშინ ყველაზე პატრიოტი, ყველა ქართველი ქალი და კაცი ამას მიესალმებოდა, მაგრამ დღეს დადგა დროს, როდესაც მხოლოდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. როდესაც გვეუბნებიან, რომ ლგბტ პროპაგანდას თურმე არ უნდა შევეწინააღმდეგოთ, ეს არის ერთ-ერთი  საკითხი, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენ, ქართველმა ხალხმა უნდა გაგვამყაროთ და ამისათვის სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა სხვა ეროვნულ საკითხებთან ერთად.

და ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ მათ ხანდახან წამოსცდებათ კიდევაც რომ არჩევნების შემდეგ ალბათ ქუჩა დასჭირდებათ, ასეთიც მოგისმენიათ ხომ?! იმიტომ, რომ არც ერთ მათგანს, ჩვენი ოპოზიციიდან, არ აქვს იმის იმედი, რომ მიუახლოვდება გამარჯვების რაიმე ნიშნულს. მათ იციან, რომ „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი იმარჯვებს და ამიტომ არიან პროვოკაციების იმედზე. მაგრამ, როდესაც „ქართული ოცნება“ მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას ყოველგვარი შანსი და სივრცე პროვოკაციების და ხალხის მოტყუების, მათი, თავისი ამომრჩევლის მოტყუების გაქრება და ამისათვის კიდევ ერთხელ ქუდზე კაცი საქართველოდან, რომ ჩვენ სიმყარე მაქსიმალურად უზრუნველვყოთ.

ამიტომ, ჩვენი მთავარი სლოგანი უნდა განვახორციელოთ. უნდა შევძლოთ, რომ ჩვენ მშვიდობით, ჩვენ ღირსებით, ქართველი კაცისა და ქალისათვის დამახასიათებელი ღირსებით და კეთილდღეობით ვიაროთ წინ, ვიაროთ ქვეყნის ერთიანობისკენ და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ.

ასევე იხილეთ