top_leaderboard

ირაკლი ბერაია: საქართველოს რეგიონების დეოკუპაცია ევროპული უსაფრთხოებისთვის დღეს ზუსტად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინის დეოკუპაცია

ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერენ მხარს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომელიც ბრიუგეში, ევროპის უსაფრთხოებისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მიმდინარე საპარლამენტო დისკუსიაში მონაწილეობს.

მისი თქმით, დღეს საქართველოს რეგიონების დეოკუპაცია ზუსტად ისეთივე მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის, როგორც უკრაინის დეოკუპაცია.

„ევროკავშირის შუამავლობით არის დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და რა თქმა უნდა ჩვენი ევროპელი პარტნიორების პირდაპირი ვალდებულებაა განახორციელონ ოკუპანტ სახელმწიფოზე ზეწოლა მათი შუამავლობით დადებული შეთანხმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით. დღეს საქართველოს რეგიონების დეოკუპაცია ზუსტად ისეთივე მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის, როგორც უკრაინის დეოკუპაცია და მანამ სანამ, ერთი რუსი ჯარისკაცი მაინც იქნება საქართველოს მიწა-წყალზე, ევროპული სივრცის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი და ჩვენ ვიყავით ძალიან მკაფიო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ამაზე საუბრისას“, – აღნიშნა ბერაიამ.

ასევე იხილეთ