გიორგი ვოლსკი: ერთი უბედურებაა, რომ ნახევარ მილიონს ხარჯავენ, რათა თავიანთი შეხედულებები გაიტანონ აშშ-ის სენატში, მეორე უბედურებაა, რომ ამის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის
“ერთი უბედურებაა, ნახევარ მილიონს ხარჯავენ, რომ თავიანთი შეხედულებების გატანა მოახდინონ ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, ხოლო მეორე უბედურებაა, რომ ამის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციას, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის საქმიანობას ეხება.
„უცებ გამოჩნდება ვიღაც სენატორი, რომელიც იტყვის რაიმე მხარდასაჭერს „ფორმულას“ ჯგუფის, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და მათ უნდა ისე წარმოადგინონ, თითქოს ამაში არავის მონაწილეობა არ მიუღია. ჯერჯერობით ვერცერთი სენატორი ვერ დაითანხმეს, მიუხედავად იმისა, რომ მილიონებია დახარჯული, ვერ მოხდა საქართველოს მიმართ ხისტი განცხადებების მობილიზება საერთაშორისო დონეზე, ამ შემთხვევაში აშშ-ის სენატი მაქვს მხედველობაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.