leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა არ არის მზად, მშვიდობის სანაცვლოდ დათმოს ტერიტორია, ხალხი და ღირებულებები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინა არ არის მზად, მშვიდობის სანაცვლოდ დათმოს ტერიტორია, ხალხი და ღირებულებები. ამის შესახებ მან ინდურ მედიასთასთან ინტერვიუში განაცხადა.

“ჩვენ არ ვართ მზად, გამოვიყენოთ ჩვენი ტერიტორიები, როგორც წინადადებების ერთ-ერთი ვარიანტი. ჩვენ არ ვცვლით ადამიანებს და ტერიტორიებს შეთავაზებებზე, ჩვენს ღირებულებებზე, ჩვენს თავისუფლებასა და ჩვენს დემოკრატიაზე. ჩვენ არ ვართ მზად ამ მსხვერპლის გასაღებად, დანარჩენი ვარიანტია, რომ შეგვიძლია ვისაუბროთ, რაღაც ვარიანტები ვეძებოთ”, –  აცხადებს ზელენსკი.

 

ასევე იხილეთ