“ჰეზბოლამ“ წონასწორობა დაკარგა და მისი ისრაელზე თავდასხმის მცდელობა დღეს დილით ჩაიშალა”, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა თავდაცვის ძალების ოპერატიული დირექტორატის სამეთაურო ოთახში ოფიცრებთან საუბრისას განაცხადა.
გალანტმა აღნიშნა, რომ ისრაელის შესაძლებლობა, „აღმოეფხვრა „ჰეზბოლას“ თავდასხმის საფრთხე“ მის განხორციელებამდე რამდენიმე წუთით ადრე, „ძალიან წარმატებული“ იყო.
„მტერი გეგმავდა ასობით რაკეტის გაშვებას ჩრდილოეთ თემების მიმართულებით. ჩვენ დავარტყით მტერს, ვიდრე ის (შეტევას) წამოიწყებდა და წონასწორობიდან გამოვიყვანეთ“, – განაცხადა მან.
ამასთან, გალანტმა აღნიშნა, რომ ისრაელი ახლა „სტრატეგიულ გზაჯვარედინზე“ იმყოფება და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები სჭირდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ჩრდილოეთით „ჰეზბოლასთან“ შეთანხმების შესაძლებლობაც გახსნან და რეგიონში მშვიდობას მიაღწიონ.
“ნებისმიერ მომენტში ჩრდილოეთში ომისთვის მზად ვართ… მაგრამ ეს არ არის ჩვენი სასურველი გზა და ჯერ კიდევ ვაძლევთ შანსს შეთანხმების შესაძლებლობას“, – აღნიშნა გალანტმა.