leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს 17-წლამდელმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვეს

“თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგს მიაღწია პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის გენო პეტრიშვილის ძმამ, კონსტანტინემ (92 კგ). მან გადამწყვეტ შეხვედრაში ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე როდიონ სანაკოევი 8-0 დაამარცხა. კონსტანტინე პეტრიაშვილმა ივნისში ევროპის ჩემპიონობაც იზეიმა”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

“ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა ნიკოლოზ მაისურაძეს (80 კგ) – ოქროს მედლისთვის შეხვედრაში, ირანელ მეტოქესთან ბოლო ქულა დათმო.

3 მედალია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე ნაბიჯი დააკლდა ვახტანგ ლოლუას (60 კგ), რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ აიხან ჯავადოვთან 1-4 დამარცხდა.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გიორგი ალადაშვილმა (71 კგ) და ვლადიმერ მინაძემ (92 კგ)”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ