leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბრაზილიაში, ტყის ხანძრების გამო, ფეხბურთის ჩემპიონატის მატჩი გაუქმდა

ბრაზილიაში, სან-პაულოს შტატის ჩრდილოეთით ტყის ხანძრებს ებრძვიან – ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

უცხოური მედია წერს, რომ ხანძარი შაქრის ლერწმის მინდვრებში გაჩნდა, რამაც ისეთი სქელი კვამლის ღრუბელი გამოიწვია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გარეთ სპორტული ღონისძიებების ჩატარება აკრძალა.

აკრძალვის გამო, ქალაქ რიბეირაო პრეტოში, ბრაზილიის ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩი გაუქმდა.

ცუდი ხილვადობის გამო, რამდენიმე სახელმწიფო მაგისტრალი გადაიკეტა.

ასევე იხილეთ