leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზელენსკი: დახმარების შესახებ ზოგიერთი ხმამაღალი დაპირება ბოლომდე ჯერ კიდევ არ შესრულებულა

“ზოგიერთმა პარტნიორმა ბოლომდე ჯერ კიდევ არ შეასრულა საჯარო დაპირებები უკრაინის არმიისთვის თავდაცვითი პაკეტების გადაცემის შესახებ”, –  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ჩვენ ახლა გვაქვს რამდენიმე ხმამაღალი განცხადება პარტნიორებისგან უკრაინისთვის თავდაცვის პაკეტების გადაცემის შესახებ, რომლებიც თვეების განმავლობაში სრულად არ განხორციელებულა. ჩვენ ასევე გვაქვს შეთანხმებები საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ, რომელიც ამ დრომდე განხორციელების ეტაპზეა“, – განმარტა მან.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების გადაწყვეტილებას, გაყინული რუსული აქტივებიდან 50 მილიარდის გამოყენების თაობაზე, რეალური მექანიზმი სჭირდება, რათა უკრაინის მხარდასაჭერად ის წელს გამოიყენონ. გარდა ამისა, საჭიროა ლოგისტიკური შეფერხებების თავიდან აცილება.

„მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, რომლებიც ნამდვილად გვეხმარებიან, ყველა ლიდერს, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობენ, რომ ჩვენი თავდაცვა უფრო საიმედო იყოს, ჩვენი პოზიციები უფრო უსაფრთხო იყოს, მაგრამ დრო ნიშნავს დანაკარგებს.  რაც უფრო მეტ ხანს გვიწევს ლოდინი, მით მეტი დრო ექნება რუსეთს ზიანის მოყენებისთვის. მთელი ჩვენი საუბარი ლიდერებთან, ყველა მოლაპარაკება სწორედ ამაზეა“, აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ