leaderboard_below_slide
left_sabechdi

კვარაცხელიამ სეზონის პირველი გოლი პატარა დამიანეს მიუძღვნა – “ნაპოლიმ” “ბოლონია” დაამარცხა

„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში „ბოლონიას“ უმასპინძლა და სეზონში პირველი ქულები ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი თამაშით მოიპოვა – 3:0.

კვარაცხელიას გადაცემით გუნდის კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა თავადაც მოახერხა გოლის გატანა. ხვიჩამ გოლი ახალდაბადებულ შვილს, დამიანეს მიუძღვნა.

90+4-ე წუთზე კი ჯოვანი სიმეონემ მესამე გოლიც გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.

ორი ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ პირველი სამი ქულა მოიპოვა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონში პირველი გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ასევე იხილეთ