leaderboard_below_slide
left_sabechdi

Telegram: პაველ დუროვს დასამალი არაფერი აქვს

„ტელეგრამის“ დამფუძნებელს, პაველ დუროვს, რომელიც 25 აგვისტოს საფრანგეთის აეროპორტში დააკავეს, დასამალი არაფერი აქვს”, – ნათქვამია Telegram-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიის ცნობით, 39 წლის მილიარდერი, „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი მაშინ დააკავეს, როცა მისი კერძო თვითმფრინავი პარიზთან ახლოს, ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა.

დუროვი რუსეთში და დუბაიში ცხოვრობს, მას არაბთა გაერთიანებული საამიროების და საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს.

„Telegram-ის აღმასრულებელ დირექტორს, პაველ დუროვს დასამალი არაფერი აქვს და ხშირად მოგზაურობს ევროპაში“, – ნათქვამია Telegram-ის განცხადებაში.

პოლიციის წინასწარი მონაცემებით, გამოძიების მთავარი სამიზნე „ტელეგრამზე“ მოდერატორების ნაკლებობაა, რაც, სამართალდამცველთა აზრით, კრიმინალურ მოქმედებებს უხსნის გზას.

ასევე იხილეთ