leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში ძლიერი ხანძარია

ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში ძლიერი ხანძარია.

ადგილზე მობილიზებულია 225 მეხანძრე და 40 ეკიპაჟი.

მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი ჰოსპიტალიზებულია.

როგორც უცხოური მედია წერს, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა შენობაში მყოფებმა დაკვამლიანება მალევე შენიშნეს და ტერიტორიიდან 100-მეტი ადამიანის დროული ევაკუაცია განხორციელდა. ისინი დროებით მოწყობილ თავშესაფარში არიან გადაყვანილი.

ასევე იხილეთ