leaderboard_below_slide
left_sabechdi

კიმ ჩენ ინმა „კამიკაძე“ დრონების წარმოების გაზრდა მოითხოვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა „კამიკაძე“ დრონების წარმოების გაზრდა მოითხოვა.

ამის შესახებ განცხადება კიმ ჩენ ინმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ჩრდილოეთ კორეის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დრონების ინსტიტუტის მიერ უპილოტო საფრენი აპარატების გამოცდას დაესწრო. ოფიციალური ინფორმაციით, გამოცდა წარმატებული იყო. დრონებმა დადგენილი მარშრუტებით იფრინეს, მოძებნეს და გაანადგურეს სამიზნეები.

კიმ ჩენ ინი გამოვიდა მოწოდებით, ე.წ. კამიკაძე დრონების წარმოება გაიზარდოს და ჩრდილოეთ კორეის არმია სწრაფად აღიჭურვოს ამ შეიარაღებით. კერძოდ, სააგენტო KCNA-ს ინფორმაციაში საუბარია წყალქვეშა, შეტევით და სადაზვერვო დრონებზე.

ცნობისთვის, 2024 წლის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ გამოცდის წყალქვეშა დრონს, რომელიც შეიძლება აღიჭურვოს ბირთვული ქობინით. ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს იყო პასუხი აშშ-ის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის სამდღიან სამხედრო წვრთნებზე, რომლებიც იაპონიის ზღვაში გაიმართა.

წყალქვეშა დრონ „ჰაეილ-5-23“-ის შესახებ ინფორმაციას დამოუკიდებელი წყაროები ვერ ადასტურებენ. ფხენიანის მტკიცებით კი, ეს წყალქვეშა დრონი პირველად გასული წლის მარტში გამოსცადეს და მას შეუძლია, მოულოდნელად დაესხას თავს მტრულ გემებს და მნიშვნელოვან პორტებს.

ასევე იხილეთ