leaderboard_below_slide
left_sabechdi

გია აბაშიძე: ქართული ჯარის მხარდაჭერის ნაცვლად, ევროკავშირი ასპონსორებს ურეიტინგო, რადიკალურ ე.წ. „ენჯეოებს”, ხელისუფლება განაგრძობს სამშობლოს დამცველების თანადგომას, 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ბინები გადაეცემა

„ქართული ჯარის მხარდაჭერის ნაცვლად, ევროკავშირი ასპონსორებს ურეიტინგო, რადიკალურ ე.წ. „ენჯეოებს”, პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება განაგრძობს სამშობლოს დამცველების თანადგომას”, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა.

ანალიტიკოსის განცხადებით, რევანშისტი არასამთავრობოების აპელირება, რომ აღნიშნული ინიციატივა წინასაარჩევნო მოსყიდვაა, უარგუმენტოა, ვინაიდან, ხელისუფლება არჩევნების წელსაც არ აჩერებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

„ქართული ჯარის მხარდაჭერის ნაცვლად, ევროკავშირი ასპონსორებს ურეიტინგო, რადიკალურ ე.წ. „ენჯეოებს”, პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება განაგრძობს სამშობლოს დამცველების თანადგომას – 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში.

იმავე რევანშისტი „ნაცარასამთავრობოების” სამარცხვინო, ფუყე არგუმენტები, რომ თითქოს ეს წინასაარჩევნო მოსყიდვაა, როგორც სხვა სოციალური პროგრამები, პასუხი მარტივია – ხელისუფლება არჩევნების წელსაც არ აჩერებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას”, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ