leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნონა გაფრინდაშვილი საჭადრაკო ტურნირზე ცოტნე ივანიშვილის მხრიდან გაკეთებულ პირველ სვლაზე:არ ვიცი, რატომ მოჰყვა აჟიოტაჟი, რა არის ამაში ცუდი?

თბილისში ქალთა მსოფლიო გრან პრი მიმდინარეობს. სოციალურ ქსელებში განხილვა მოჰყვა საჭადრაკო ტურნირის მეექვსე ტურის ლიდერთა შეხვედრაში ცოტნე ივანიშვილის პირველი საპატიო სვლა.

Newshub.ge ნონა გაფრინდაშვილს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ რამდენად არის დამკვიდრებული ტურნირების დროს მსგავსი პრაქტიკა.

„რა არის ამაში ცუდი? არ ვიცი, რატომ მოჰყვა აჟიოტაჟი. ეს უნდა ჰკითხოთ იმათ, ვინც აჟიოტაჟი ატეხა“, – აღნიშნავს ნონა გაფრინდაშვილი. 

ამ თემაზე განმარტება გააკეთა ჭადრაკის ფედერაციამ:

„უმაღლესი კატეგორიის ტურნირებში გავრცელებული პრაქტიკაა პირველი სვლის გაკეთების ტრადიცია. ცოტნე ივანიშვილი წლების განმავლობაში ინტენსიურად მეცადინეობს ჭადრაკში საერთაშორისო დიდოსტატის დახმარებით და მისი მოქმედი რეიტინგი საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე ‘chess.com’ არის 2200-მდე“, – ნათქვამია ჭადრაკის ფედერაციის განმარტებაში.

ასევე იხილეთ