leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბექა ოდიშარია: „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით არის ერთადერთი გარანტი ამ ქვეყანაში!

„26 ოქტომბრის არჩევნები არის საკვანძო, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ქრისტიანული ფასეულობებისთვის, ოჯახური ღირებულებების და ქართული ტრადიციებისადმი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით არის მშვიდობის გარანტი.

„ვფიქრობ, საზოგადოებამ სათანადოდ შეაფასა ბიძინა ივანიშვილის ისტორიული მიმართვა, რაც მან მცხეთის შემდეგ ამბროლაურში გაიმეორა. შეგახსენებთ, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ იმართება სააკაშვილისგან, სააკაშვილი იმართება მისი ბიძისგან, თემურ ალასანიასგან და შეგახსენებთ, ის რას ქადაგებდა. მას ურჩევნია დახლეჩილი, დაყოფილი და ურთიერთდაპირისპირებული საქართველო, ვიდრე ეს იქნებოდა ერთიანად, ერთ ხმაზე არსებული ერი, რომელიც იღვწის თავისი სუვერენიტეტისთვის. ეს ადამიანი ქართველებს ავადმყოფ ერს ეძახდა, სწორედ ამ ერს მოჰბეზრდა ამ ადამიანების ბოგინი. ერს სურს, ეს სენი ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროს. გამოწვევები თვალხილულია. ეს ადამიანი იმუქრებოდა, რომ ის ერთი მილიონი დოლარის გადამხდელი იყო იმისთვის, რომ „სნაიპერსკი ვინტოვკით“ ვინმე მოაკვდინებდა ბიძინა ივანიშვილს. ყოველგვარი არეულობა მათ ხელს აძლევთ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა მოღალატეობრივ რეზოლუციას, სადაც ასევე იყო დადანაშაულებული საქართველო და ქართული ჯარი. არავის სურს ომი გარდა „ნაცმოძრაობისა“, რომელსაც მხოლოდ ამ გზით შეუძლია, მოვიდეს ხელისუფლებაში. მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ სურს ქართულ ცაზე ბომბები, დაბომბილი ქალაქები და დაღუპული ჯარისკაცები. „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით არის ერთადერთი გარანტი ამ ქვეყანაში, ეს განვლილი წლებით დამტკიცდა, ეს ლითონი სიტყვები არ არის. უწყვეტი მშვიდობა ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ასევე იხილეთ