leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი ადამიანის უფლებების ინდექსით საქართველოს წარმატებაზე: თუ გინდათ, რომელიმე ინფორმაცია ხაფანგად გამოიყენოთ და მასში ნაცსექტანტების ტროლ-ბოტები მოახვედროთ თავისი „დამჰაჰავებელი“ სმაილებით – მსგავსი „ქარდები“ გამოიყენეთ

„თუ გინდათ, რომელიმე ინფორმაცია ხაფანგად გამოიყენოთ და მასში ნაცსექტანტების ტროლ-ბოტები მოახვედროთ თავისი „დამჰაჰავებელი“ სმაილებით – მსგავსი „ქარდები“ გამოიყენეთ ხოლმე: 30-დან 100-მდე ფარგლებში დაჭერა გარანტირებული გაქვთ“, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ საქართველო ადამიანის უფლებების ინდექსით ევროპის საშუალო დონეს უსწრებს და 11 წლიანი პროგრესით  მსოფლიოში მე-9, ევროპაში კი პირველ ადგილზეა.

ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ზემოთ ხსენებულ და სხვა უამრავ „ინდიკაციებს“ სწორედ იმ დასავლეთის საერთაშორისო ორგანიზაციები „იგონებენ“ და შემდგომ საგულდაგულოდ მათი მიხედვით საზღვრავენ ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ ვითარებას – სადაც დეკლარირებულად ასე მიისწრაფვის ოპოზიცია.

„თუ გინდათ, რომელიმე ინფორმაცია ხაფანგად გამოიყენოთ და მასში ნაცსექტანტების ტროლ-ბოტები მოახვედროთ თავისი „დამჰაჰავებელი“ სმაილებით – მსგავსი „ქარდები“ გამოიყენეთ ხოლმე: 30-დან 100-მდე ფარგლებში დაჭერა გარანტირებული გაქვთ.

მთავარი ანეკდოტი იმაშია, რომ ამ და სხვა უამრავ „ინდიკაციებს“ სწორედ იმ დასავლეთის საერთაშორისო ორგანიზაციები „იგონებენ“ და შემდგომ საგულდაგულოდ მათი მიხედვით საზღვრავენ ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ ვითარებას – სადაც დეკლარირებულად ასე მიისწრაფვიან ჩვენი სექტანტებიც.

მიისწრაფიან იმ გარემოში მოსახვედრად, რომლის თუნდაც „ინდიკაციებში“ გაწერილ „იდილიას“, უკანასკნელ 20 წელიწადში საგულდაგულოდ არ ცნობენ და ნეოტროცკისტული მეთოდებით ებრძვიან ყველგან, სადაც კი აგენტოკრატიული მმართველი რეჟიმი ან ოპოზიცია აქვთ ჩამოყალიბებული: ევროკავშირის სივრცე, უკრაინა ან მოლდოვა.

ასე რომ, „დასაჰაჰავებელი“ იმდენი დაუგროვდათ, რომ ზედმიწევნით მიჰყვებიან კლასიკური გამონათქვამის სიბრძნეს: „კარგად იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის“ (he who laughs last laughs loudest) და ამ სიცილს სულ ცოტა ხანში გადაჰყვებიან ერთხელ და სამუდამოდ…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

 

ასევე იხილეთ