leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიცია ყველაფრის მკადრებელი და ყველაფერზე წამსვლელია

„მთავარი არის ღირებულებების დაცვა, მშვიდობის უზრუნველყოფა და ასევე სამართლებრივი შეფასების მიცემა იმ პოლიტიკური პარტიისა და ჯგუფებისთვის, ვინც მხილებულია ქვეყნის ღალატში”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

„ეს ყველაფერი შექმნის საუკეთესო გარანტიებს იმისათვის, რომ ქვეყნის განვითარებას, უკეთეს ხვალინდელ დღეს და მშვიდობის მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფას საფრთხე აღარასდროს დაემუქროს ჩვენს ქვეყანაში.

ფაქტი არის ერთი, რომ რადიკალური ოპოზიცია არის ყველაფრის მკადრებელი და ყველაფერზე წამსვლელი. მათ სინამდვილეში არც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა ადარდებთ, არც ტერიტორიული მთლიანობა და არც იმის ინტერესი აქვთ, რომ ეს ქვეყანა სწორად ვითარდებოდეს. მათ გააჩნიათ ერთადერთი – ქაოსის, ცილისწამების და სიბინძურის ინტერესი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე იხილეთ