leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: ყველაფერი შესაძლებელია და ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა მიმართულია ზუსტად იმისკენ, რომ მოვახერხოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

„იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ხდება დღეს მსოფლიოში, რა პროცესებიც მიდის რეგიონში, ყველაფერი შესაძლებელია“, – აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.

კახა კალაძე ამ შესაძლებლობას, რომელიც, მისივე თქმით, რთული პროცესია, „ქართული ოცნების“ პრაგმატულ პოლიტიკას უკავშირებს.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც აბსოლუტურად ემთხვევა ყველა ქართველის განწყობას და ფიქრს, ვისაც, რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა უყვარს, ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. რა თქმა უნდა, ეს არის რთული პროცესი, თუმცა დღევანდელ მოცემულობაში და იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ხდება დღეს მსოფლიოში, რა პროცესებიც მიდის რეგიონში, ყველაფერი შესაძლებელია და ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა და გადადგმული ნაბიჯები მიმართულია ზუსტად იმისკენ, რომ მოვახერხოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანაცხოვრება ჩვენც ძმებთან და დებთან – ოსებთან და აფხაზებთან. მუშაობა მიმდინარეობს ამ მიმართულებით და დაველოდოთ. არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ასევე იხილეთ