leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ჩიქოვანი სამხედროებისთვის ბინების გადაცემაზე: ჩვენი გეგმებით, აღნიშნული პროექტი დაიწყება უახლოეს პერიოდში და თანხები გათვალისწინებული იქნება 2025 წლის ბიუჯეტში

„ჩვენი გეგმებით, აღნიშნული პროექტი დაიწყება უახლოეს პერიოდში. თანხები გათვალისწინებული იქნება 2025 წლის ბიუჯეტში. დაახლოებით 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბინას ახალ კორპუსებში”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, გარდა ახალი მშენებლობებისა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, პირველ ეტაპზე აშენებული ბინების სამხედრო მოსამსახურეებისთვის გადაფორმება-დამტკიცების თაობაზე.

„ხაზგასასმელია, რომ დღეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დაიწყო ბოლო სამართლებრივი ეტაპი, რომელიც გულისხმობს პირველი ეტაპის ფარგლებში აშენებული ბინების ჩვენი სამხედროებისთვის უკვე სამართლებრივად დამტკიცება-დაკანონების პროცედურებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა, მთავრობის მეთაურის განცხადებით ამისათვის ბიუჯეტში შესაბამისი თანხები მომავალი წლიდანაც იქნება გათვალისწინებული. შემდეგი ეტაპის გეგმის მომზადება თავდაცვის მინისტრს დაევალა.

ასევე იხილეთ