leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან კოჭლოშვილი: 26 ოქტომბერს გონიერი კახელები გვარამია-მელიას უწმინდურ კრიმინალურ დაჯგუფებას მტკიცე უარს ეტყვიან

„მოსახლეობის მოსალოდნელი რეაქციებიდან გამომდინარე შტაბების გახსნაზე კახეთში ჩამოსვლა ვერ გაბედა პარტიის თანათავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ, რომელმაც შეურაცხყო თითოეული ქართველისთვის და ზოგადად მართლმადიდებლისთვის ერთ-ერთი დიდი სიწმინდე – ღვინო, რომელიც საღვთო წირვის დროს ლოცვის შედეგად მაცხოვრის სისხლად გარდაისახება,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი.

მისივე თქმით, არჩევნებზე კახელები გვარამია-მელიას კრიმინალურ დაჯგუფებას აუცილებლად ეტყვიან მტკიცე უარს.

„ე.წ. პარტია „ახალის“ (თუმცა კარგად ნაცნობის ნაცების) ლიდერმა ნიკა მელიამ კახეთში შტაბები გახსნა. მოსახლეობის მოსალოდნელი რეაქციებიდან გამომდინარე შტაბების გახსნაზე კახეთში ჩამოსვლა ვერ გაბედა პარტიის თანათავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ, რომელმაც შეურაცხყო თითოეული ქართველისთვის და ზოგადად მართლმადიდებლისთვის ერთ-ერთი დიდი სიწმინდე – ღვინო, რომელიც საღვთო წირვის დროს ლოცვის შედეგად მაცხოვრის სისხლად გარდაისახება. 26 ოქტომბერს გონიერი კახელები გვარამია-მელიას უწმინდურ კრიმინალურ დაჯგუფებას მტკიცე უარს ეტყვიან“, – წერს ლევან კოჭლოშვილი.

ასევე იხილეთ