leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: რაც უფრო ვუახლოვდებით „ცხელ საარჩევნო შემოდგომას“, მით უფრო საინტერესოა იმ პოტენციურ დამკვირვებლებზე დამატებითი ინფორმაციის მოძიება, რომლებმაც ჩვენი „ოპოზიციური“ ძალების პოსტ-საარჩევნო დესტრუქციაში „ტრიგერის“ როლი შეიძლება ითამაშონ

„რაც უფრო ვუახლოვდებით „ცხელ საარჩევნო შემოდგომას“, მით უფრო საინტერესოა იმ პოტენციურ დამკვირვებლებზე დამატებითი ინფორმაციის მოძიება, რომლებმაც ჩვენი „ოპოზიციური“ ძალების პოსტ-საარჩევნო დესტრუქციაში „ტრიგერის“ როლი შეიძლება ითამაშონ. ამ შემთხვევაში საუბარი მიდის ჩვენთვის კარგად ნაცნობ NED-ზე და ნუ შეგვიყვანს ჩვენ “განსაცდელში” ინფორმაციის წყარო, რომელიც ამჯერად ავტორიტეტული ირანული გამოცემაა“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილს მოჰყავს ციტატა, რომლის თანახმად NED, რომელიც ასოცირდება NGO-სექტორთან და თავის ძირითად ამოცანად “საზღვარგარეთ დემოკრატიის მხარდაჭერას” ასახელებს – სინამდვილეში დაკავებულია ძირგამომთხრელი საქმიანობით.

„რაც უფრო ვუახლოვდებით „ცხელ საარჩევნო შემოდგომას“, მით უფრო საინტერესოა იმ პოტენციურ დამკვირვებლებზე დამატებითი ინფორმაციის მოძიება, რომლებმაც ჩვენი „ოპოზიციური“ ძალების პოსტ-საარჩევნო დესტრუქციაში „ტრიგერის“ როლი შეიძლება ითამაშონ. ამ შემთხვევაში საუბარი მიდის ჩვენთვის კარგად ნაცნობ NED-ზე და ნუ შეგვიყვანს ჩვენ „განსაცდელში“ ინფორმაციის წყარო, რომელიც ამჯერად ავტორიტეტული ირანული გამოცემაა. ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ ნაცსექტანტების მხრიდან საერთაშორისო დასავლური ორგანიზაციების მიერ საქართველოს მიღწევების აღიარების „დაჰაჰავებას“, რომ ირანულმა წყარომაც არ უნდა „დაგვაკომპლექსოს“. მაშ ასე, ამონარიდი მოხსენებიდან: „დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი: რა არის ეს და რითია დაკავებული“.

მოხსენების თანახმად, NED, რომელიც ასოცირდება NGO-სექტორთან და თავის ძირითად ამოცანად „საზღვარგარეთ დემოკრატიის მხარდაჭერას“ ასახელებს – სინამდვილეში დაკავებულია ძირგამომთხრელი საქმიანობითა და მთელს მსოფლიოში საბოტაჟის პოლიტიკის დანერგვით. აი რას წერდა ამის შესახებ ამერიკელი მეცნიერი და მკვლევარი უილიამ ბლუმი (William Blum): „იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ NED-ი ღიად განახორციელებს იმას, რასაც ფარულად ახორციელებდა CIA ათობით წლების განმავლობაში და ამით მოაცილებს და დაჩრდილავს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს მის ფარულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სტიგმას“. აქედან გამომდინარე, NED-ის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს: სახელისუფლებო გადატრიალების და ურჩი ხელისუფლებების ჩანაცვლების მიზნით „ფერადი რევოლუციების“ პროვოცირება სხვადასხვა დესტრუქციულ ელემენტებთან გარიგებაში შესვლა ამა თუ იმ ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევის მიზნით ამა თუ იმ ქვეყანაში ადამიანის უფლებების ამსახველი რეალობის განზრახ დამახინჯება ამა თუ იმ ქვეყანაში ჩასატარებელ არჩევნებში მანიპულირება პოლარიზაციის გაღვივება და კონფრონტაციის ხელშეწყობა ამა თუ იმ ქვეყანაში სტაბილურობის შელახვის მიზნით დეზინფორმაციის, ფეიკის, ცილისწამების, სიცრუის ფაბრიკაცია საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში განზრახ შეყვანის მიზნით ახლა კი ორი მარტივი შეკითხვა: 1) რა არის ამ მოხსენებაში ისეთი, რის შესახებაც საქართველოში არ ვიცით და 2) რა ესაქმება მსგავს ორგანიზაციას ჩვენს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში – ორივე შეკითხვა თავისთავად რიტორიკული ხასიათისაა,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე იხილეთ