leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: ნებისმიერი მიმართულებით საქართველო პოზიტიურად არის შეფასებული საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ

„ნებისმიერი და ამ შემთხვევაში ადამიანის უფლებების მიმართულებით, საქართველო პოზიტიურად არის შეფასებული საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ”, – განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა ადამიანის უფლებების ინდექსი 2023-ს, რომელიც „გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიამ“ ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამოაქვეყნა.

„ადამიანის უფლებების მიმართულებით ეს ბოლო შეფასებაც საკმაოდ ლოგიკურია, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ და გამართულია სახელმწიფო სისტემა. შედარებაც არ შეიძლება 12 წლის წინანდელ საქართველოსთან. ავიღოთ იგივე საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები. ასე რომ, ნებისმიერი და ამ შემთხვევაში ადამიანის უფლებების მიმართულებით, საქართველო პოზიტიურად არის შეფასებული საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

საქართველო ადამიანის უფლებების ინდექსით ევროპის საშუალო დონეს უსწრებს და 11-წლიანი პროგრესით ევროპაში პირველ ადგილზეა.

ასევე იხილეთ