leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: როგორი შეხედულება აქვს ქართულ ტრადიციებზე, ენასა და ღვინოზე, ამიტომ გადამალეს

„უთხრეს, ეგ რომ კახეთში ჩასულიყო, კახელები პასუხს მოსთხოვდნენ იმაზე, რას უპირებს ქართულ ღვინოს?! როგორი შეხედულება აქვს ზოგადად ქართულ ტრადიციებზე, ქართულ ენასა და ღვინოზე, ამიტომ გადამალეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ნიკა გვარამიაზე საუბრისას.

ამოატივტივებდნენ ვიდეოს, სადაც იგივე გვარამია გამოდის და აგინებს ქართულ ღვინოსა და ტრადიციებს. შესაბამისად უთხრეს, რომ გადამალავდნენ. ასეა ზუსტად იმ ე.წ. ოპოზიციის საქმე, რომელსაც ნაგინები აქვს ყველაფერ ქართულზე და ახლა ჩადის ქართველ ხალხთან და ეუბნება, ხმა მომეცი იმიტომ, რომ მერე იქიდან გაგინო შენ, შენს ღვინოსა და ტრადიციებსო. ასეთ შემთხვევაში ოპოზიციას შანსები აქვს მინიმუმი“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა მელია ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს გაექცა, ნიკა გვარამია კი კახეთში საკუთარი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრაზე არ ჩავიდა.

ასევე იხილეთ