leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვაზისუბანში ორი ახალი სკვერი მოეწყობა

ისნის რაიონის გამგეობა ვაზისუბანში, სამგორის დასახლება N32-ისა და ვაზისუბნის IVმ/რნ-ის  III კვარტლის N13-ის მიმდებარედ, ორ ახალ სკვერს მოაწყობს.

სამუშაოების შედეგად, 850 კვ.მ. ფართობზე ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები მოეწყობა. ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა ახალი ლედ განათება და საპარკე სკამები განთავსდება.

პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 335 000 ლარით დაფინანსდა.

დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობას  ისნის რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად გააცნო.

ასევე იხილეთ