leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზელენსკი: რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა და დაახლოებით ასი დრონი გაუშვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა და დაახლოებით ასი დრონი გაუშვა.

უკრაინის პრეზიდენტმა ამ დარტყმას ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უწოდა.

„რუსეთის წინა დარტყმების მსგავსად, ესეც ისეთივე ვერაგულია, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად ბევრი ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა.

„ვლადიმირ პუტინს შეუძლია, გააკეთოს მხოლოდ ის, რისი გაკეთების უფლებასაც მსოფლიო აძლევს. სისუსტე, არასაკმარისი გადაწყვეტილებები ტერორს კვებავს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ