leaderboard_below_slide
left_sabechdi

მექსიკის პრეზიდენტი: აშშ-ის მიერ მექსიკის სასამართლო რეფორმის კრიტიკა შიდა საქმეებში ჩარევაა

მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ მექსიკის სასამართლო რეფორმის კრიტიკა შიდა საქმეებში ჩარევაა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ შეერთებული შტატები თავის ელჩს მექსიკის შიდა საქმეებში ჩარევისთვის იყენებს, ობრადორმა დადებითად უპასუხა.

გასულ ხუთშაბათს, აშშ-ის ელჩმა მექსიკის სასამართლო რეფორმა შეაფასა, როგორც საფრთხის შემცველი მექსიკის დემოკრატიისთვის.

ობრადორმა ხაზი გაუსვა ქვეყნების დამოუკიდებელი სუვერენიტეტების პატივისცემის აუცილებლობას.

ასევე იხილეთ