leaderboard_below_slide
left_sabechdi

მანანა თოდაძე: „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეს არის საშუალება, ადამიანები მოვიდნენ და ერთმანეთს სიხარული, სიყვარული და ბედნიერება გაუზიარონ

„დუშეთში პირველად ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაყურებელს ჩემი რამდენიმე სიმღერა უნდა ვაჩუქო”, – განუცხადა „ქრონიკას“ მომღერალმა, მანანა თოდაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეს არის საშაულება, ადამიანებმა ერთმანეთს სიხარული, სიყვარული და ბედნიერება გაუზიარონ.

„დუშეთში პირველად ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაყურებელს ჩემი რამდენიმე სიმღერა უნდა ვაჩუქო. რაც მთავარია, უნდა იყოს მშვიდობა, გვიყვარდეს ერთმანეთი და ერთმანეთს ყოველთვის მხარში ვედგეთ. მთავარი ეს არის – მშვიდობა იყოს! ჩვენს შვილებს მშვიდად ეძინოთ და ჩვენ თავზე ცა იყოს მოწმენდილი“, – განაცხადა თოდაძემ.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტები გრძელდება. მმართველი პარტიის მხარდამჭერი კონცერტი ამ წუთებში დუშეთის ცენტრალურ პარკში ტარდება.

ასევე იხილეთ