leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკრონი საკუთარ განცხადებაზე უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე: არ ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნას განვიხილავთ – ჩვენ არ ვიბრძვით რუსი ხალხის წინააღმდეგ და უარს ვამბობთ ესკალაციის ლოგიკაში შესვლაზე

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა თავის განცხადებას უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის უკრაინაში ფრანგული ძალების განთავსება არ მოხდება. ამის შესახებ მაკრონმა ჩეხურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მე ვთქვი, რომ არაფერია გამორიცხული. ეს არ ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნას განვიხილავთ”, – აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

თუმცა, ვიწყებთ დებატებს და ვფიქრობთ ყველაფერზე, რაც შეიძლება გაკეთდეს უკრაინის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით უკრაინის ტერიტორიაზე. ამის გარდა, მე ყოველთვის მკაფიოდ განვსაზღვრავდი ჩვენს ჩარჩოებს: ჩვენ არ ვიბრძვით რუსი ხალხის წინააღმდეგ და უარს ვამბობთ ესკალაციის ლოგიკაში შესვლაზე”, – განაცხადა მაკრონმა.

ასევე იხილეთ