leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს საზოგადოების ინტერესშია, შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები, მათ შორის კონსტიტუციის დონეზე

„საქართველოს საზოგადოების ინტერესშია, შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები, მათ შორის კონსტიტუციის დონეზე”, – განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მან კომენტარი გააკეთა, თუ რატომ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება.

„მთელ მსოფლიოში არის უდიდესი გამოწვევები და პირდაპირ უდიდესი შეტევაა ტრადიციულ ცხოვრებაზე, არა მხოლოდ საქართველოში, მაგრამ ჩვენ საქართველოზე ვაგებთ პასუხს. პირდაპირი გამოწვევები არის ომზე და აქედან გამომდინარე, საქართველოს საზოგადოების ინტერესშია, შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები, მათ შორის კონსტიტუციის დონეზე“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ