leaderboard_below_slide
left_sabechdi

Fox News: „დემოკრატიული“ პარტიის კონვენციის გამართვის ადგილის მახლობლად უფასო აბორტის მობილური პუნქტი განთავსდა

აშშ-ში, აბორტის საწინააღმდეგო ჯგუფმა შემოსავლების სამსახურში სარჩელი შეიტანა ოჯახის დაგეგმვის ფედერაციის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ფედერაციამ აბორტის მობილური პუნქტი განათავსა „დემოკრატიული“ პარტიის ეროვნული კონვენციის გამართვის ადგილის მახლობლად. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.

აბორტის საწინააღმდეგო ჯგუფი – ორგანიზაცია 40 Days for Life – აცხადებს, რომ აღნიშნული ნაბიჯით აშშ-ის ოჯახის დაგეგმვის ფედერაციამ (Planned Parenthood) დაარღვია თავისი არაკომერციული სტატუსი.

„პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისთვის უფასო აბორტის მომსახურებისა და სხვა სახის საჩუქრების შეთავაზება კატეგორიულად აკრძალულია შიდა შემოსავლების სამსახურის მიერ. ეს ძირითადი წესი, რომელიც ყველა არაკომერციულ ორგანიზაციას ესმის. ასეთი უგუნურობა გასაოცარია“, – განაცხადა ორგანიზაცია 40 Days for Life-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, შონ კარნიმ.

„რა ბნელ და გარკვეულწილად სულელურ გზავნილს აგზავნის „დემოკრატიული“ პარტიის ეროვნული კონვენცია, რომ აბორტი იქნება პრიორიტეტი პრაქტიკაში“, – აღნიშნა შონ კარნიმ.

ორგანიზაციის მიერ შეტანილ სარჩელში ნათქვამია, რომ „ეს ქმედებები აშკარად არის და/ან მიუთითებს გარკვეული პარტიის, პლატფორმისა და კანდიდატების პირდაპირ ან ირიბ მხარდაჭერაზე“, რაც არღვევს არაკომერციულ სტატუსს.

ასევე იხილეთ