„იუვენტუსისა“ და „უოტფორდის“ აკადემიის გუნდებმა ვიტალი დარასელიას თასის მეოთხედფინალური შეხვედრები მოიგეს და ნახევარფინალში ითამაშებენ.
„ილია კოკაია არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში „უოტფორდის“ 16-წლამდელების მეტოქე „გალათასარაის“ აკადემიის გუნდი იყო. ინგლისელებმა თამაში დამაჯერებლად ჩაატარეს და მეტოქეს დიდი ანგარიშით, 4:1 სძლიეს.
მეორე მეოთხედფინალში, საგურამოში, „იუვენტუსი“ „ლოკომოტივს“ შეხვდა და პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, შესვენების შემდეგ კიდევ ერთი ბურთი გაიტანა და საბოლოოდ 3:0 მოიგო.
ნახევარფინალური მატჩები 27 აგვისტოს გაიმართება. „იუვენტუსი“ „დინამო თბილისს“ შეხვდება, რომელთანაც ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში 1:3 დამარცხდა, ხოლო „უოტფორდი“ ფინალში გასასვლელად „ვალენსიას“ დაუპირისპირდება.
27 აგვისტოს განრიგი
18:00 | „ვალენსია“ – „უოტფორდი“
21:00 | „დინამო“ – „იუვენტუსი“