leaderboard_below_slide
left_sabechdi

უკრაინაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 47 – დაშავდა

უკრაინაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 47 – დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა და დაახლოებით ასი დრონი გაუშვა.

უკრაინის პრეზიდენტმა ამ დარტყმას ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უწოდა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის სარაკეტო დარტყმაზე პასუხს ამზადებს.

ასევე იხილეთ