ნინო წილოსანი: 2012 წლიდან მოყოლებული „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური პარტიის, გასამართლების სურვილი უფრო და უფრო მატულობს ქართულ საზოგადოებაში
სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ “ნაცმოძრაობა” დანაშაულებრივი ძალაა და ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგონ.
„2012 წლიდან მოყოლებული „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური პარტიის, გასამართლების სურვილი უფრო და უფრო მატულობს ქართულ საზოგადოებაში. ეს არა მხოლოდ მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს, არამედ ასევე ოპოზიციაში ყოფნის დროს მათ მავნებლურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს უკავშირდება“, – მიიჩნევს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი.