რაჟდენ კუპრაშვილი ოპოზიციურ პარტიებზე: დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ, მათი საარჩევნო კამპანიები და აქტივობები, შესაძლოა, ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციების ან სხვა წყაროებიდან
ანტიკორუფციული ბიურო პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებს.
მისივე თქმით, მათი საარჩევნო კამპანიები და აქტივობები, შესაძლოა, ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციების ან სხვა წყაროებიდან.
„ანტიკორუფციული ბიუროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ პოლიტიკური პარტიები, კერძოდ, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „კი ევროპა- სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „ძლიერი საქართველო“, „ლელო“, ელენე ხოშტარია, „ახალი ერთობა გვარამია-მელია“ დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ. ამავდროულად მათი საარჩევნო კამპანიები და აქტივობები, შესაძლოა, ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციების ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც თავის მხრივ თანხებს უხდიან ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. აღნიშნული სქემით უცხოური ფულით პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა წარმოადგენს საფრთხეს სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.