leaderboard_below_slide
left_sabechdi

რაჟდენ კუპრაშვილი: „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“, „თავისუფლების მოედანს“, ლევან ცუცქირიძეს და ორგანიზაციის 24 წევს დაევალა ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა

ანტიკორუფციულმა ბიურომ „თავისუფლების მოედანს“, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ლევან ცუცქირიძეს და მოძრაობის 24 წევრს ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დაავალა.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, აღნიშნული ორგანიზაციები ეწევიან გაცხადებულ პოლიტიკურ საქმიანობას თუმცა არ რეგისტრირდებიან პოლიტიკურ პარტიებად.

“უცხოური დონორი ორგანიზაციების ან სხვა წყაროებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად მართავენ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს საქართველოს მასშტაბით, ამზადებენ პოლიტიკური შინაარსის საინფორმაციო ბროშურებს, ვიდეორგოლებს, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებს საზოგადოებას კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ. განვმარტავ, რომ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისაგან, აგრეთვე საქართველოში ამ მის ფარგლებს გარეთ იურიდიული პირისაგან.

ამ ეტაპისთვის მინდა გამოვყო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“, მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები და მათი წევრები. კერძოდ, 2024 წლის 11 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ და ლევან ცუცქირიძემ დააფუძნა ორგანიზაცია „თავისუფლების მოედანი“, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტებში იკვეთება პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული მიზანი. მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ 2024 წლის 1 ივლისს ლევან ცუცქირიძის და „თავისუფლების მოედნის“ ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება, სადაც ამავე ორგანიზაციის დამფუძნებლებმა და წევრებმა განაცხადეს საარჩევნო მიზანი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ თანამშრომლები, ისე მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ წევრები. მტკიცებულებათა ერთობლიობით მტკიცდება, რომ აღნიშნულ სუბიექტებს თავად აქვთ საჯაროდ გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი არ ასრულებენ კანონის მოთხოვნებს, არ არეგისტრირებენ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ საქმიანობას ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით. შესაბამისად, არ არის უზრუნველყოფილი მათი ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობა. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ, საქართველოს ორგანული კანონის 26-ე პრიმა მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ანტიკორუფციული ბუროს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ და ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე და მოძრაობის 24 წევრს დაევალა ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ეს ნიშნავს, რომ დღეიდან ისინი ვალდებული არიან ანტიკორუფციულ ბიუროს კანონით დადგენილი წესით წარმოუდგინონ ფინანსური ანგარიშები, რის საჯაროობასაც უზრუნველყოფს ანტიკორუფციული ბიურო“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

ასევე იხილეთ