leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზელენსკი: რუსეთის მასირებულ საჰაერო იერიშებს უკრაინაში 4 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამის საკუთარ არხზე დაწერა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მასირებულ საჰაერო იერიშებს გასულ რამეს ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა.

„ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შედეგიანი მუშაობის მიუხედავად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 16 დაშავდა. თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს“, – დაწერა მან.

მისი თქმით, უკრაინა ამ იერიშების გამო რუსეთისთვის პასუხს ამზადებს. „დაუსჯელად კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩადენა არ შეიძლება“, – დასძინა ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ