leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბულგარეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს დანიშნა

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ქვეყანაში 27 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბულგარეთში ეს მეშვიდე საპარლამენტო არჩევნები იქნება ბოლო სამი წლის განმავლობაში.

რუმენ რადევმა ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც პოლიტიკური პარტიები სამთავრობო კოალიციის ფორმირებაზე ვერ შეთანხმდნენ.

პრეზიდენტის თქმით, პარლამენტში 27 აგვისტოს, დიმიტარ გლავჩევის ხელმძღვანელობით, ფიცს დადებს დროებითი მთავრობა, რომელიც ქვეყანას არჩევნებამდე უხელმძღვანელებს.

ასევე იხილეთ