leaderboard_below_slide
left_sabechdi

გივი მიქანაძე იუსტიციის სასწავლო ცენტრის ახალგაზრდული კლუბის „YOUTHTITIA“-ს წევრებს შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზაზე,  ახალგაზრდული კლუბის „YOUTHTITIA“-ს წევრებს შეხვდა.

შეხვედრის ძირითად თემას წარმოადგენდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ხელისუფლების ახალგაზრდულ პოლიტიკასა და სტაჟირების პროგრამაზე.

ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის ფორმატში მათთვის საინტერესო თემებზე ინფორმაცია მიეღოთ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჟვანია.

ასევე იხილეთ