leaderboard_below_slide
left_sabechdi

დენის შმიგალი: უკრაინას 2025 წლის ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად 15 მილიარდი დოლარი სჭირდება

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, მთავრობას დამატებით 15 მილიარდი დოლარი სჭირდება, რათა 2025 წლის ბიუჯეტში შექმნილი დეფიციტი აღმოფხვრას. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მისი განცხადებით, მომდევნო წელს დეფიციტის საერთო მოცულობა 35 მილიარდი დოლარი იქნება . 20 მილიარდი დოლარის დაფარვას უკრაინა თავად გეგმავს. შედარებისთვის, 2024 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 38 მილიარდი დოლარია.

შმიგალის თქმით, მთავრობა დეფიციტთან გასამკლავებლად გადასახადების გაზრდას და შიდა ვალის აღებას გეგმავს. უკრაინის უმაღლესი რადა ამ საკითხებზე სექტემბერში იმსჯელებს.

ცნობისთვის, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა 14 აგვისტოს უკრაინის რეიტინგი C-დან RD დონემდე, „შეზღუდულ დეფოლტამდე“ დაწია.

ასევე იხილეთ