leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი: არასამთავრობო სექტორი და დონორი ორგანიზაციები გამოყენებული არიან ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესების და საარჩევნო პროცესებში ჩარევისთვის

“სამწუხაროდ, არასამთავრობო სექტორი და დონორი ორგანიზაციები გამოყენებული არიან ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესების და საარჩევნო პროცესებში ჩარევისთვის. ფინანსური მექანიზმები არის ამისთვის გამოყოფილი”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ეს კიდევ ერთხელ დასტურდება ამ გზავნილით, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ. ანტიკორუფციულმა სამსახურმა ვალდებულება დააკისრა „თავისუფლების მოედანს“ და მის წევრებს, რომ მათ, როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ეკუთვნით შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების წარმოება. ეს არის ზოგადად მსოფლიოში დემოკრატიული პროცესების უხეში დარღვევა, როდესაც უცხო ქვეყანა აფინანსებს ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებს, რაც რა თქმა უნდა, არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ანტიკორუფციულმა ბიურომ „თავისუფლების მოედანს“, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ორგანიზაციის თავმჯდომარეს ლევან ცუცქირიძეს და მოძრაობის 24 წევრს ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დაავალა.

ასევე იხილეთ