leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი „ენჯეო“ სექტორის დაფინანსებაზე: ამიტომ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომ ეს შავი ფული აღმოჩენილიყო და ხალხს ენახა ვინ, საიდან ფინანსდებოდა

“სწორედ, ამიტომ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომ ეს შავი ფული აღმოჩენილიყო და ხალხს ენახა ვინ საიდან ფინანსდებოდა”, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელმა ბრიფინგმა დაადასტურა, რომ შავი ფულით დაფინანსებული „ენჯეო“ სექტორი, პირდაპირ ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში.

„ოპოზიციური რადიკალური პარტიები არ ემზადებიან 26 ოქტომბრისთვის, არამედ ემზადებიან 27 ოქტომბრისთვის და 28 ოქტომბრისთვის და ა.შ. რაც პირდაპირ კავშირშია იმ უცხოურ ძალასთან, რომელიც აფინანსებს ამ პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ სწორედ, ამიტომ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომ ეს შავი ფული აღმოჩენილიყო და ხალხს ენახა ვინ, საიდან ფინანსდებოდა. ახლა არა მხოლოდ გააგრძელეს ამ შავი ფულით დაფინანსება „ენჯეო“ სექტორის მიმართ, არამედ პირდაპირ პოლიტიკურ პროცესებში ჩართეს „ენჯეო“ სექტორი და კანონისთვის გვერდი, რომ აევლოთ, პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონისთვის, აფინანსებენ „ენჯეო“ სექტორს. სამწუხაროდ, NDI და IRI პირდაპირ იყვნენ ჩართული პოლიტიკური პროცესების დაფინანსებებში და აქციების დაფინანსებებში, პოლიტიკური აქციების დაფინანსებებში. ახლა ანტიკორუფციული ბიუროს ბრიფინგმა პირდაპირ კითხვის ნიშნები დასვა აი ამ ორი ორგანიზაციის, საერთაშორისო დონორების მიმართ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ანტიკორუფციულმა ბიურომ „თავისუფლების მოედანს“, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ლევან ცუცქირიძეს და მოძრაობის 24 წევრს ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დაავალა.

ასევე იხილეთ