leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მათიკაშვილის დავით ზურაბიშვილის განცხადებაზე: მხარდაჭერა მარტო კახეთში კი არა, არსად არ აქვთ

“ეს ყველაფერი გამოიღებს შედეგს, რომელსაც „ნაციონალური მოძრობა“ კარგად მიეჩვია 2012 წლიდან დღემდე. მხარდაჭერა მარტო კახეთში კი არა, არსად არ აქვთ”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი დავით ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ კახეთი ყველაზე პრორუსული რეგიონია.

დავით მათიკაშვილის შეფასებით, ეს განცხადება არის სწორედ რადიკალიზმის გამოვლენა.

„როდესაც რადიკალიზმთან გვაქვს საქმე, რა უბედურების მომტანი შეიძლება იყოს რადიკალიზმი ჩვენი ქვეყნისთვის? ისინი საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს პრორუსებს ეძახიან. კარგად გვახსოვს ჩვენ ნიკა გვარამიას პასაჟები ღვინოსთან დაკავშირებით და ის შეურაცხყოფები, რასაც ის აყენებდა კახელ გლეხს და ფერმერს. ეს ყველაფერი ნახეთ რა შედეგს გამოიწვევს. შედეგს, რომელსაც „ნაციონალური მოძრობა“ კარგად მიეჩვია 2012 წლიდან დღემდე. მხარდაჭერა მარტო კახეთში კი არა, არსად არ აქვთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე იხილეთ