“თავისივე მოგონილ რუსულ მესიჯს გადაჰყვებიან “, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ის, დავით ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ კახეთი ყველაზე პრორუსული რეგიონია.
„კლავიატურის იქით გაიხედავ თუ რა მოხდა ამ წლების განმავლობაში, ამ ხელისუფლების პირობებში დაინახავთ, რომ კახეთი მდიდრდება და ეს კახეთის ეკონომიკის, კახეთში მიმდინარე სოფლის მეურნეობის და აგრარული პოლიტიკის შედეგია. კახეთში მიმდინარე მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგი არის. თავისივე მოგონილ რუსულ მესიჯს გადაჰყვებიან. ამ რუსული მესიჯის მსხვერპლი არიან უკვე და კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი მოელის, რუსული მესიჯის გამო, მთელს ოპოზიციას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.