leaderboard_below_slide
left_sabechdi

ალექსანდრ სირსკი: კურსკის ოლქის ტერიტორიის 1294 კვადრატულ კილომეტრსა და 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს ვაკონტროლებთ, ტყვედ მტრის 594 ჯარისკაცი ავიყვანეთ

“კურსკის ოლქის ტერიტორიის 1294 კვადრატულ კილომეტრსა და 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს ვაკონტროლებთ, ტყვედ მტრის 594 ჯარისკაცი ავიყვანეთ”, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

„დღევანდელი მონაცემებით, 1294 კვადრატულ კილომეტრს ვაკონტროლებთ, ეს 100 დასახლებული პუნქტია. საგრძნობლად შევავსეთ ტყვეების გაცვლის ფონდი. ტყვედ რუსეთის შეიარაღებული ძალების 594 სამხედრო მოსამსახურეა აყვანილი”, – განაცხადა სირსკიმ. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ კურსკის ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი რუსული ძალების სხვა მიმართულებებიდან გაყვანა იყო.

 “ამჟამად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კურსკის მიმართულებით უკვე, დაახლოებით, 30 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურეა გადაყვანილი და ეს მაჩვენებელი იზრდება“, – აღნიშნა ალექსანდრ სირსკიმ.

ასევე იხილეთ